პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქალაქ მაინის ფრანკფურტში დიასპორელი ბავშვებისთვის შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა


10.11.2023

5 ნოემბერს, ქალაქ მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალურმა საკონსულომ, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროექტის „ქართული თოჯინების ისტორია, ანიმაციის ისტორია, თოჯინების თეატრი“ ფარგლებში გერმანიაში მცხოვრები დიასპორელი ბავშვებისთვის შემეცნებით ღონისძიებას უმასპინძლა.

ქართულ-გერმანული კულტურისა და განათლების გაერთიანება - „გეორგიკასთან“ არსებული საკვირაო სკოლის მოსწავლეებს საქართველოს ხელოვნების სასახლის საგანმანათლებო პროექტების კურატორმა, ლალუ ხოსიტაშვილმა ვირტუალურად დაათვალიერებინა XIX საუკუნეში აგებული საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმი.

პროექტების კურატორმა დიასპორელ ბავშვებს გააცნო მუზეუმის დაარსების ისტორია და მათი ჩართულობით განიხილა გამორჩეული ექსპონატების მნიშვნელობა.

ღონისძიების ფარგლებში დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა მიეცა დაეთვალიერებინათ მუზეუმში არსებული თოჯინების კოლექცია.