პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

„კალიგრაფიის ონლაინ გაკვეთილები“


29.04.2020

ნიდერლანდების სამეფოში არსებული ქართული კულტურის ცენტრისა” და საქართველოში მოქმედი ფონდის  - “დიასპორების ალიანსი საქართველოსთვისინიციატივით, უცხოეთსა და საქართველოში მყოფი მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის შეიქმნა ონლაინ შემეცნებითი კურსები - „კალიგრაფიის ონლაინ გაკვეთილები“. აღნიშნული პროექტი ინიცირებულ იქნა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან და გაერთიანება „რუსთაველ კალიგრაფებთან“ პარტნიორობის ფარგლებში.

ქართული კალიგრაფიის ონლაინ გაკვეთილებში მონაწილეობას მიიღებენ როგორც საქართველოში, ისე ემიგრაციაში მყოფი ქაფრთველი მოზარდები და ახალგაზრდები. კალიგრაფიის ონლაინ გაკვეთილები უფასო იქნება ნებისმიერი მსურველისთვის და კალიგრაფებიც მოხალისეებად იქნებიან ჩართულნი პროექტში.

პროექტში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ შეავსონ შემდეგი სარეგისტრაციო ფორმა: 

https://docs.google.com/forms/d/1lKYv6aJ7MnwHgp_zfVreI5Q2v-9fFCzIO3aWHngLw_8/edit

ქართული კალიგრაფიის აღნიშნული ონლაინ გაკვეთილები ხორციელდება ფონდ - „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ პროგრამის "ახალგაზრდული ხიდების მშენებლობა" („Building Youth Bridges“) ფარგლებში.

დიასპორების ჩართულობით კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების ხელშეწყობა და ნიჭიერი, შემოქმედებითი ახალგაზრდობისთვის დახმარების გაწევა აღნიშნული ფონდის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ფონდი „დიასპორების ალიანსი საქართველოში“ ამა წლის იანვარში დაფუძნდა და იგი მიზნად ისახავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული ქართული დიასპორული ორგანიზაციების კონსოლიდაციასა და მათი ჩართულობის ხელშეწყობას ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან სოციალურ პროცესებში. ფონდის შექმნის ინიციატორია ნიდერლანდების სამეფოში მოღვაწე თანამემამულე თიკა სვანიძე-ვენკო, რომელიც, ასევე, გახლავთ ამსტერდამში პირველი ჰოლანდიურ-ქართული კომპანია „თიკა-ტურს-ჯორჯია“-სა და ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.