პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქართული სახელმწიფო მოქალაქეთა სამსახურში - თანამემამულეების დაბრუნება სამშობლოში


28.04.2020

მსოფლიოში კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი და ორგანიზებული დაბრუნების პროცესს. 28 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს საქართველოს 16 302 მოქალაქეს, ხოლო სახელმწიფოს ხელშეწყობით სამშობლოში დაბრუნდა 8 372 მოქალაქე.

 

                                                                                           

 

24 აპრილს, მსოფლიოში კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, განხორციელდა ავიაკომპანია „Georgian Airways”-ის რეისი ბარსელონა-თბილისი, რომლითაც საქართველოში 177 მოქალაქე დაბრუნდა. 


                                                                                           

 

21 აპრილს, მსოფლიოში კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, განხორციელდა ავიაკომპანია „Georgian Airways”-ის რეისი რომი-თბილისი, რომლითაც საქართველოში 180 მოქალაქე დაბრუნდა.

 

                                                                                            

 

[იხილეთ უახლოესი პერიოდისთვის საქართველოს მიმართულებით დაგეგმილი ავიარეისების განრიგი]