პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ნორვეგიის სამეფოში საქართველოს საელჩომ დიასპორის წარმომადგენლებს უმასპინძლა


29.01.2024

მიმდინარე წლის 24 იანვარს, ნორვეგიის სამეფოში საქართველოს საელჩომ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

შეხვედრაზე დამსწრე დიასპორის წარმომადგენლებს სიტყვით ნორვეგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ ბერიძემ მიმართა. მან ყურადღება გაამახვილა დიასპორის როლსა და მნიშვნელობაზე, ისაუბრა სამომავლო გეგმებზე და აღნიშნა. ზურაბ ბერიძის თქმით, დიასპორის წარმომადგენლებთან მსგავსი სახის შეხვედრები საქართველოს საელჩოში რეგულარულად გაიმართება.