პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პანდემიის კრიზისულ პერიოდში უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნებული თანამემამულეები


29.10.2020

 

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეხვედრა COVID-19 პანდემიის პერიოდში სახელმწიფოს ორგანიზებით საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეებთან (ა/წ. 12 ივნისი):

 

 

 

 

 

 

 

მარიამ მეტრეველი - პერუ

პანდემიის დროს საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა დასახლებული ადგილებიდან საკმაოდ შორს, კერძოდ, პერუს ამაზონის რეგიონში არსებულ ბანაკში და მოწყვეტილი იყო კავშირს გარე სამყაროსთან. პერუში უკვე შემოღებული იყო საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. მის გამოსაყვანად განხორციელდა სამაშველო ოპერაცია პერუს ეროვნული პოლიციის ჩართულობით. გოგონა სამშობლოში დაბრუნდა ამსტერდამი-თბილისის 15 მაისის სპეც-რეისით.

                                                                                                             

 

 

გიორგი დოლაბერიძე - პანამა

პანამაში საერთაშორისო ფესტივალზე მიწვეული 3 ქართველი ახალგაზრდა პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვების გამო რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. ჩაიკეტა საზღვრები და სასწრაფოდ უნდა მომხდარიყო მათი გამოყვანა ქვეყნიდან. საელჩოს მხრიდან გაწეული დიდი ძალისხმევის შედეგად, ისინი პანამა-ნიდერლანდები-ბელარუსი-სომხეთი-საქართველოს მარშრუტით დაბრუნდნენ სამშობლოში.

                                                                                                                                                                                                                           


ლაშა ჯაფარიძე - ტოგო

COVID-19 პანდემიით გამოწვეული გლობალური შეზღუდვების პირობებში, საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს და ადგილსამყოფელი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით, აქტიურად მუშაობდა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში ქართველი მეზღვაურების დასახმარებლად და სამშობლოში დასაბრუნებლად.

                                                                                                              

 

 

კამალა კაირამოვა - საფრანგეთი

საქართველოს მოქალაქე მშობელი და მისი არასრულწლოვანი შვილი იმყოფებოდნენ საფრანგეთში პალიატიურ მკურნალობაზე. საჭირო გახდა მათი გამომგზავრება საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში, ყველა რეანომობილი, ყველა ექიმი მუშაობდა მხოლოდ COVID-19-ის შემთხვევებზე, საელჩოს ძალისხმევით გამოიყო რეანომობილი, მედ-პერსონალის თანხლებით, რათა მომხდარიყო პარიზამდე დედა-შვილის უსაფრთხო ტრანსპორტირება. დიდი ძალისხმევის შედეგად დედა-შვილი გამოემგზავრა საქართველოში.