პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პირველი ინტერაქციული წიგნი „იაკობ გოგებაშვილის - დედა ენა“


23.02.2022

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ თავისუფალ კონკურსში გაიმარჯვა პროექტმა „იაკობ გოგებაშვილის - დედა ენა“.

კომპანია „საერთაშორისო კულტურის სივრცის“ ინიციატივითა და ფონდი „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ მხარდაჭერით, შეიქმნა პროექტი, რომლის ფარგლებშიც იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ ვირტუალურ სამყაროში გადაინაცვლებს.

აპლიკაცია უნიკალურ შესაძლებლობას აძლებს ემიგრაციაში მცხოვრებ მოზარდებს, დაეუფლონ ქართულ ენას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

იდეის ავტორი და პროექტის ხელმძღვანელია "კომპანია საერთაშორისო კულტურის სივრცის" დამფუძნებელი, მარიამ ლომთათიძე.

პროექტი უკვე დასრულებულია, გავლილი აქვს Googles-ის Play Story-ის და Apples-ის App Story-ის ვერიფიკაცია. ახლო მომავალში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მომხმარებლები აპლიკაციის გადმოწერასა და მისი დახმარებით ქართული ენის შესწავლას შეძლებენ.

ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით, პროექტის პრეზენტაცია 14 აპრილს, დედაენის პარკში იგეგმება.

პროექტთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ თამარ იველაშვილს - მარკენტინგის მენეჯერი, „საერთაშორისო კულტურის ცენტრი“ -  [email protected]