პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პოლონეთში ახალგაზრდა ელჩის ინიციატივით ზბიგნიევ ჰერბერტის პოეზიის საღამო მოეწყო


02.12.2019

მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, პოლონეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის თამარ ლორთქიფანიძისა და საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საელჩოში გაიმართა დიდი პოლონელი პოეტის, ზბიგნიევ ჰერბერტის პოეზიის საღამო და მისი ლექსების ქართული თარგმანის პრეზენტაცია.

ზბიგნიევ ჰერბერტის ლექსები პოლონურიდან ქართულად რუსუდან კიკალეიშვილმა თარგმნა. ღონისძიება გახსნა პოლონეთში საქართველოს ელჩმა ილია დარჩიაშვილმა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ასევე ჰერბერტის სახელობის ფონდის თავმჯდომარემ, მარია ჯიედუშიცკამ და პოეტის დისშვილმა, რაფალ ჟებროვსკიმ.

პოეზიის საღამოს უძღვებოდა პოლონეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი თამარ ლორთქიფანიძე. ღონისძიების ფარგლებში, დავით გამცემლიძემ პოლონურ და ქართულ ენებზე ზბიგნიევ ჰერბერტის რამდენიმე ლექსი წაიკითხა.

ღონსიძიებას ესწრებოდნენ პოეტის ოჯახის წევრები, ზბიგნიევ ჰერბერტის სახელობის ფონდის, ეროვნული ბიბლიოთეკისა და პოლონეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

აღნიშნული პოეზიის საღამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტ „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ ფარგლებში მოეწყო.