პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს გასტრონომიულ კონგრესში - Madrid Fusion 2024


30.01.2024

მიმდინარე წლის 29-31 იანვარს საქართველო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს მსოფლიოში ყველაზე გავლენიან გასტრონომიულ კონგრესში Madrid Fusion – 2024.

საერთაშორისო კონგრესზე კულინარიის სფეროს ექსპერტებს, ბლოგერებს, კრიტიკოსებსა და სხვა სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს. საქართველოს სტენდზე ინტეგრირებულ სამზარეულოში იმართება მასტერკლასები.

კონგრესზე ქართულ სამზარეულოს წარადგენენ ქართველი შეფ მზარეული დავით ნარიმანაშვილი და მადრიდში მდებარე ქართული რესტორანი „ნუნუკა“. გასტრო კონგრესის მონაწილეებს საქართველოს სომელიეთა ასოციაციის თავმჯდომარე შალვა ხეცურიანი ქართული ღვინის მრავალ საუკუნოვან ისტორიას აცნობს.

29 იანვარს კონგრესის გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს ესპანეთის სამეფოში საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ნატო ჩიქოვანმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.

კონგრესის ფარგლებში 31 იანვარს დაგეგმილია ქართული სუფრის პრეზენტაცია მთავარ სცენაზე, სადაც „მთავარი კერძი სტუმარ-მასპინძლობაა“, აგრეთვე სამი სახის ქართული ღვინის დეგუსტაცია პროფესიული აუდიტორიისთვის.