პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ბარსელონაში გეგმავს ჰუმანიტარულ ღონისძიებებს


01.03.2022

საქართველოს გენერალური საკონსულო ქალაქ ბარსელონაში განცხადებას ავრცელებას:

„ძვირფასო თანამემამულეებო,

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალური საკონსულოს ინიციატივითა და უკრაინის გენერალურ საკონსულოსთან კოორდინაციით დაგეგმილია ქ. ბარსელონაში ჰუმანიტარული ტიპის ღონისძიება. ნებისმიერ მოქალაქეს, ვისაც სურვილი აქვს მცირედი წვლილი შეიტანოს ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, თითოეული ჩვენთაგანის მიერ გაღებული დახმარება გროვდება ქ. ბარსელონაში კომპანია „სამება გზავნილების“ ოფისში. ჩვენს მიერ შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი გადაეცემა უკრაინულ მხარეს.

გენერალური საკონსულო მადლიერებას გამოხატავს კომპანია „სამება გზავნილების“ გუნდისა და თითოეული თანამემამულის მიმართ, ვინც თავის წვლილს შეიტანს ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად.

მიმდინარე წლის 28 თებერვლიდან შესაძლებელი იქნება პირველადი მოხმარების ნივთების, სამედიცინო საგნებისა და მედიკამენტების (სრული სია იხილეთ) მიწოდება შემდეგ მისამართზე:

კომპანია „სამება გზავნილები“

მისამართი:

Barcelona 08031

C/Serrano 48, Local 5

Metro Virrei Amat (L5)

საკონტაქტო ინფორმაცია:

+34 722 70 70 05

+34 632 46 48 15

+34 611 68 38 38

სამუშაო საათები:

ყოველ დღე 12:00 საათიდან 20:00 საათამდე

დღეს მათ ყველაზე მეტად ესაჭიროებათ თითოეული ჩვენთაგანის თანადგომა.“

#WeStandWithUkraine

#SlavaUkraini