2023 წლის 8 თებერვალს, საქართველოს გენერალური კონსული, ვახტანგ ანდღულაძე მიიღო პალერმოს მუნიციპალიტეტის კულტურის საკითხებში მრჩეველმა, ჯამპიერო კანელამ.
საუბარი შეეხო მიმდინარე წლის განმავლობაში საერთო კულტურული პროექტების გამართვას, როგორიცაა პალერმოში ქართული ფოლკლორული ანსამბლების კონცერტების დაგეგმვა. ქართველი მხატვრების გამოფენების გამართვა, ასევე ინტერესი გამოითქვა პალერმოში მოღვაწე მხატვრების საქართველოში ვიზიტის საკითხზეც. შეხვედრისას, განიხილეს საგანმანათლებლო პროექტების, სკოლებისა და ქართულ-იტალიურ სამხატვრო აკადემიებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებიც.