პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს მიმართულებით ფრენები, დამატებით, დაინიშნა პარიზიდან, თელავივიდან და რომიდან


05.04.2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა საკოორდინაციო საბჭომ განსაზღვრა დამატებითი რეისები შემდეგი მიმართულებით:

- 16 აპრილი - პარიზი-თბილისი;

- 18 აპრილი - თელავივი-თბილისი;

- 21 აპრილი - რომი-თბილისი.

აღნიშნულ რეისებს განახორციელებს კომპანია „Georgian Airways”. ავიარეისებზე ბილეთები გაიყიდება რეისის თარიღამდე 2 დღით ადრე, კომპანიის ვებ-გვერდზე, ბილეთის ფასი განსაზღვრულია 199 ევრო. მგზავრობა განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით. საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი გაივლის 14-დღიან სავალდებულო კარანტინს.

აქვე, შეგახსენებთ აღნიშნული საკოორდინაციო საბჭოს მიერ უკვე განსაზღვრული სხვა რეისების განრიგს:

- 7 აპრილი - ათენი-თბილისი;

- 10 აპრილი - ლარნაკა - თბილისი;

- 12 აპრილი - ბერლინი-თბილისი;

- 14 აპრილი - ამსტერდამი-თბილისი.

მსოფლიოში COVID-19-ის გავრცელების ფონზე, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს 5000-მდე მოქალაქე. თანამემამულეების ორგანიზებული დაბრუნება მოხდა შემდეგი ქვეყნებიდან: ჩინეთი, იტალია, ირანი, პოლონეთი, ბულგარეთი, გერმანია, საბერძნეთი, ბელარუსი, ნიდერლანდები, ეგვიპტე, აზერბაიჯანი, სომხეთი.