პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს მთავრობა განაგრძობს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს


01.04.2020

დღეს, უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე განისაზღვრა 10 აპრილის შემდგომ, დამატებით, ორი მიმართულება: 12 აპრილი - ბერლინი-თბილისი და 14 აპრილი - ამსტერდამი-თბილისი. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ევროპიდან საქართველოს მიმართულებით ავიარეისებს ახორციელებს კომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საკოორდინაციო საბჭოს მიერ უკვე განსაზღვრულია მიმდინარე წლის 26 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით განსახორციელებელი მიმართულებები:

აღნიშნული ფრენები განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით, რაც ითვალისწინებს მგზავრთა ჭადრაკული პრინციპით განთავსებას, თითოეულ ბორტზე არაუმეტეს 120 მგზავრისა. ბილეთის ფასი განსაზღვრულია 199 ევროს ოდენობით.

ამასთან, საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით და იმ დიდი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რაც დაკავშირებულია უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნების პროცესთან, გვსურს, გამოვეხმაუროთ მიმდინარე წლის 3 აპრილის ვარშავა-თბილისისა და ბერლინი-თბილისის მიმართულებებზე ბილეთების რეალიზაციის საკითხს. იხილეთ განცხადება: