„ძვირფასო მეგობრებო და ლატვიაში მცხოვრებო თანამემამულენო!
უკრაინაში მიმდინარე რუსული სამხედრო აგრესიის შედეგად შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე, ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის მიზნით, ლატვიაში საქართველოს საელჩოს მიერ გახსნილია საბანკო ანგარიში.
საელჩო თხოვნით მიმართავს ლატვიაში მცხოვრებ თანამემამულეებს, სტუდენტებს, ბიზნესის წარმომადგენლებს და ყველას, ვისაც სურვილი აქვს დაეხმაროს ჩვენს უკრაინელ ძმებს და დებს, შესაძლებლობის ფარგლებში გადარიცხონ თანხა შემდეგ ანგარიშზე: LV97HABA0551052319586; მიმღები: EMBASSY OF GEORGIA IN THE REPUBLIC OF LATVIA; ბანკი: Swedbank; ბანკის კოდი: HABALV22
აქვე გაცნობებთ, რომ აღნიშნულ აქციაში სრული შემადგენლობით არიან ჩართული საელჩოს თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები.“
#StandWithUkraine 🇺🇦🇬🇪