საქართველოში კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლაზე შეზღუდვების დაწესების შესახებ. შეზღუდვები ამოქმედდება 2020 წლის 18 მარტის 00:00-დან და ძალაში იქნება ორი კვირის განმავლობაში.
შეზღუდვები შეეხება უცხო ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს, გარდა:
ა) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრებისა;
ბ) შერეული ოჯახებისა, რომელშიც ერთ-ერთი მეუღლე, ან არასრულწლოვანი შვილი არის საქართველოს მოქალაქე;
გ) ჰუმანიტარული მისიით მომავალი პირებისა - თუ დღის წესრიგში დადგა ასეთი მისიის მოვლენის აუცილებლობა (ექიმები, მოხალისეები...);
დ) მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მქონე პირებისა - გაცემული საქართველოს შესაბამისი ორგანოს მიერ;
ე) სტატუს-ნეიტრალური დოკუმენტის მქონე პირებისა;
ვ) საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებისა;
ზ) ოფიციალური დელეგაციების საკითხი გადაწყდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალურად.