პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საკონსულო მომსახურებასთან დაკავშირებით ვიზიტი ქალაქ რეჯო კალაბრიაში


12.06.2023

კალაბრიის რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

2023 წლის 15 ივნისს ქ. ბარიში საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები გეგმავენ, ეწვიონ ქ. რეჯო კალაბრიას, სადაც საქართველოს მოქალაქეებისგან ადგილზე ჩაიბარებენ საკონსულო მომსახურებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის განცხადებებს:

ბიომეტრიული მონაცემების შემცველი საქართველოს მოქალაქის პასპორტის განახლება;

საქართველოს მოქალაქის პირველადი რეგისტრაცია;

ელექტრონული პირადობის მოწმობის განახლება;

დამზადებული ბიომეტრიული მონაცემების შემცველი საქართველოს მოქალაქის პასპორტის და ელექტრონული პირადობის მოწმობის მიღება.

ასევე, მოქალაქეებს ადგილზევე გაეწევა სხვადასხვა სახის საკონსულო და სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციები.

მოქალაქეთა მიღება იწარმოებს: 10:00 დან 14:00 საათამდე

შემდეგ მისამართზე: Grand Hotel Excelsior- საკონფერენციო დარბაზი, Via Vittorio Veneto, 66, 89123 Reggio Calabria RC

დამატებითი ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ბარიშ საქართველოს გენერალურ საკონსულოს შემდეგ ნომრებზე (სამუშაო დღეებში 15:00- 17:00საათამდე):

0809189650

0809189651