პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საზაფხულო ბანაკები უცხოეთში მცხოვრები მოზარდებისთვის


20.06.2023

„ახალგაზრდობის სააგენტოს“ ორგანიზებით, „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის” პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან 29 ივლისის ჩათვლით ხორციელდება ანაკლიისა (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და შაორის ტბის მიმდებარედ (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი) ახალგაზრდული ბანაკები.

აღნიშნული პროგრამის განხორციელებაში ასევე ჩართულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც უზრუნველყოფს უცხოეთში მცხოვრები მოზარდების მონაწილეობას ანაკლიის საზაფხულო ბანაკში. ბანაკის მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა დაამყარონ ურთიერთობა თანატოლებთან, გაიუმჯობესონ ქართული ენის ცოდნა, მიიღონ მონაწილეობა ბანაკის მრავალფეროვან აქტივობებში, განივითარონ საკომუნიკაციო და სხვა სახის უნარ-ჩვევები, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები.

ბანაკებში მონაწილეობა შეუძლია უცხოეთში მცხოვრებ 14-18 წლის 80 მოზარდს.

საზაფხულო ბანაკში დასვენების ხანგრძლივობაა 5 დღე.

პროექტში მონაწილეთა საქართველოში ჩამოსვლა და გამგზავრება არ ფინანსდება მომწვევი მხარის მიერ.

ქვეყნის შიგნით მონაწილეთა ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

გადაადგილებისას უსაფრთხოებას - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.

ბანაკში მონაწილეთა გამგზავრება განხორციელდება 2 ნაკადად, თითო ნაკადში 40 მოზარდი მიიღებს მონაწილეობას:

ამასთან, გაცნობებთ, რომ საზაფხულო ბანაკებში მონაწილეთა შერჩევა ხორციელდება საზღვარგარეთ დიპლომატიური  წარმომადგენლობებთან და საკონსულო  დაწესებულებებთან კოორდინაციაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, თქვენს ადგილსამყოფელ ქვეყანაში არსებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობას, მიმდინარე წლის 7 ივლისამდე მიაწოდოთ საზაფხულო ბანაკებში მონაწილეობის მსურველთა სია, დანართი 2-ის შესაბამისად. ჯგუფების დაკომპლექტებისას გათვალისწინებული იქნება გენდერული ბალანსი. საბოლოოდ, ბანაკებში მონაწილეთა სია გაეგზავნება სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტოს.

აქვე გაცნობებთ, რომ მსურველმა უნდა წარმოადგინოს:

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:

ალიონა ჩხოტუა, თანამემამულეებთან და დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი

ტელ.: +995 32 294 50 00 (3103); მობ.: +995 599 164 190 (WhatsApp);

 

მარიამ მამესწარაშვილი, დიასპორული პროგრამების სამმართველოს უფროსი

ტელ.: +995 32 294 50 00 (3102); მობ.: +995 595 964 000 (WhatsApp)

 

ან მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე: [email protected]

 

დანართები შეგიძლიათ იხილოთ აქ: