საქართველოს გენერალური საკონსულო ქალაქ თესალონიკში ავრცელებს ინფორმაცია თესალონიკში მცხოვრებ ქართველი ემიგრანტების საყურადღებოდ:
„მოგახსენებთ, რომ თესალონიკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში ოქტომბრის თვიდან მუშაობას შეუდგა ახალი ვიცე-კონსული კარლო ჩხაიძე.
ვიცე-კონსულის ინიციატივით, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა
ექნებათ გამართონ მასთან შეხვედრები ყოველდღიურად, 14:00 საათიდან 17:00 საათამდე, სადაც მათ მიეცემათ საშუალება, გარდა საკონსულო მომსახურებებთან დაკავშირებული საკითხებისა, განიხილონ მათთვის მნიშვნელოვანი თემები.
აქვე გაცნობებთ, რომ სამშაბათს 14 ნოემბერს 16:00 საათზე, თესალონიკის ოლქში მყოფ დიასპორულ ორგანიზაციებსა და ემიგრანტებს გიწვევთ გენარლურ საკონსულოში, ახლად დანიშნული ვიცე-კონსულის კარლო ჩხაიძის გაცნობით შეხვედრაზე, სადაც განხილული იქნება სამომავლო პროექტებისა ღონისძიებების განხორციელების საკითხები.“ - საქართველოს გენერალური საკონსულო თესალონიკში.
გენერალური საკონსულო მისამართი: Mitropolitou Amvrosiou Moschonision 11, Thessaloniki 546 55
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გენერალური საკონსულოს გვერდს: