პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თესალონიკში გენერალური კონსულის შეხვედრა სამედიცინო სფეროში მოღვაწე თანამემამულეებთან 


06.11.2020


მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, ქალაქ თესალონიკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ნოდარ კომახიძემ შეხვედრა გამართა სამედიცინო სფეროში მოღვაწე თანამემამულეებთან - ილიას სალვარიდისთან და მანოლის ბუდაკიდისთან.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას და აღნიშნულ ვითარებაში ქართველი ემიგრანტებისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის გზებს. მხარეებმა განიხილეს საბერძნეთში მყოფი ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის უფასო სამედიცინო კონსულტაციების, ასევე პანდემიის პირობებში მათთვის ონლაინ და სატელეფონო კონსულტაციების გამართვის შესაძლებლობები.

თავის მხრივ, ექიმებმა პანდემიის გამო შექმნილ რთულ ვითარებაში საბერძნეთში მყოფი თანამემამულეების მხარდაჭერისა და თანადგომის მზადყოფნა გამოთქვეს.

ქალაქ თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულო გეგმავს მსგავსი სახის შეხვედრების გაგრძელებას, რათა აღნიშნულ პროექტში ჩაერთოს საბერძნეთის სამედიცინო სფეროში მოღვაწე მეტი თანამემამულე.