პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თესალონიკში ზაზა სულამანიძისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა


29.06.2023

2023 წლის 20 ივნისს, ქალაქ თესალონიკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში, ქართული ემიგრაციის წარმომადგენლის, ზაზა სულამანიძისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

საღამოს გენერალური საკონსულოსა და თესალონიკში მცხოვრები დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში, დიასპორის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ზაზა სულამანიძის საქმიანობისა და მის მიერ დაფუძნებული ორგნიზაცია თესალონიკის ქართველობის შესახებ.

აღინიშნა, რომ ზაზა სულამანიძე საბერძნეთში ემიგრაციის პერიოდში ცდილობდა ბერძნებისთვის გაეცნო ქართული კულტურა და ისტორია.