პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ტოკიოში ქართული ფილმების ფესტივალი გაიხსნა


29.01.2022

29 იანვარს, საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ტოკიოში, ერთ-ერთ უძველეს კინოთეატრ "Iwanami Hall"-ში ქართული ფილმების ფესტივალი გაიხსნა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ.

ელჩმა მიმოიხლა საქართველოსა და იაპონიას შორის წარმატებული ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებებით, მათ შორის, პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკის და კულტურის სფეროებში.

ამასთან, ელჩმა ისაუბრა საქართველოს უძველეს კულტურასა და მის უნიკალურობაზე. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ქართული ხელოვნების მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე.

ელჩმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქართული კულტურის გულშემატკივარს, ტაკეჰიდე ჰარადას ფესტივალის ორგანიზებისათვის და ქართველოლოგს, იასუჰირო კოჯიმას ქართული ფილმების იაპონურად თარგმნის საქმეში შეტანილი წვლილისათვის.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება 35 ქართული ფილმი ორიგინალური გახმოვანებითა და იაპონური სუბტიტრებით.

ფესტივალის აფიშა შეგიძლიათ იხილოთ: https://georgiafilmfes.jp/