პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, იწყება ქართული ენის შემსწავლელი ონლაინ კურსები


10.02.2021

 

ქალაქ ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინიციატივითა და ორგანიზებით, 2021 წლის 1 მარტიდან, იგეგმება ქართული ენის შემსწავლელი ონლაინ კურსების გახსნა. 

ქართული ენის  შესწავლით დაინტერესებული მოქალაქეებს აღნიშნული კურსების ფარგლებში შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ ქართული ენა A1 და A2 დონეზე.

სწავლის ხანგრძლივობა მოიცავს ექვს თვეს, რომლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატები. 

ქართული ენის შემსწავლელ ონლაინ გაკვეთილებს ჩაატარებს მაია ბარიხაშვილი, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომელი. 

ქართული ენის შემსწავლელი აღნიშნული კურსების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ქალაქ ტრაპიზონში საქართველოს გენერალურ საკონსულოს ტელეფონის შემდეგ ნომრებზე: 0555 005 22 26 ან 0462 326 22 26.

 

[საქართველოს გენერალური საკონსულო ქალაქ ტრაპიზონში - საკონტაქტო ინფორმაცია]