პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

უკრაინიდან მოლდოვაში შემსვლელ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!


02.03.2022

მნიშვნელოვანი ინფორმაცია უკრაინიდან მოლდოვაში შემსვლელ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

საქართველოს საელჩო მოლდოვას რესპუბლიკაში, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების პირველივე დღიდან, საგანგებო რეჟიმში მუშაობს და მაქსიმალურ დახმარებას უწევს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე უკრაინიდან მოლდოვაში ცდილობენ გადასვლას.

🇲🇩 მოლდოვას რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში:

+37379111179;

+37379000212.

უკრაინიდან მიმავალ, მოლდოვას ტერიტორიაზე შემსვლელ მოქალაქეებს ვაცნობებთ, რომ მოლდოვას მთავრობის გადაწყვეტილებით, არ ეხებათ არც კოვიდ ვაქცინის და არც PCR ტესტის წარდგენის ვალდებულება.

ასევე, არ არის სავალდებულო საზღვრის კვეთისთვის დაწესებული აპლიკაციის შევსება.

სასაზღვრო პუნქტებზე არსებული დატვირთულობის შემოწმება შესაძლებელია მოლდოვას სასაზღვრო პოლიციის ვებგვერდზე:

https://www.border.gov.md/informare-5

პასპორტის არქონის შემთხვევაში, საკონსულო სამსახური გასცემს "დასაბრუნებელ მოწმობას", რითაც მოქალაქე შეძლებს სამშობლოში თვითმფრინავით გამგზავრებას.

მოლდოვა-უკრაინის შემდეგი სახმელეთო სასაზღვრო-გამშვები პუნქტები მუშაობენ 24 საათიან რეჟიმში:

  1. Criva - Mamaliga
  2. Larga - Kelmențî
  3. Briceni - Rossoșani
  4. Ocnița - Sokireani
  5. Otaci-Moghilev-Podolsck
  6. Unguri - Bronniţa
  7. Palanca-Maiaki-Udobnoe
  8. Tudora - Starokazacie
  9. Saiţi - Lesnoe
  10. Besarabeasca - Serpniovo-1
  11. Ceadîr - Lunga - Novie Troiani
  12. Ceadîr - Lunga - Maloiaroslaveț
  13. Vulcănești - Vinogradovka
  14. Mirnoe-Tabaki
  15. Grimăncăuți - Vashkivtsi
  16. Cismichioi - Dolinskoe
  17. Giurgiulești - Reni

მოქალაქეთა საყურადღებოდ: ყველა ზემოაღნიშნულ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე ხალხის დიდი ნაკადი შეინიშნება!