პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

უკრაინიდან რუმინეთში შემსვლელ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!


02.03.2022

მნიშვნელოვანი ინფორმაცია უკრაინიდან რუმინეთში შემსვლელ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

საქართველოს საელჩო რუმინეთში, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების პირველივე დღიდან, საგანგებო რეჟიმში მუშაობს და მაქსიმალურ დახმარებას უწევს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე უკრაინიდან რუმინეთში ცდილობენ გადასვლას.

🇷🇴 რუმინეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში:

 +40743232292

რუმინეთის საგანგებო სიტუაციათა კომიტეტის გადაწყვეტილებით, უკრაინიდან მიმავალ, რუმინეთის ტერიტორიაზე შემსვლელ მოქალაქეებს, არ ეხებათ არც კოვიდ ვაქცინის და არც PCR ტესტის წარდგენის ვალდებულება.

სასაზღვრო პუნქტებზე არსებული დატვირთულობის შემოწმება შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში, რუმინეთის სასაზღვრო პოლიციის ვებგვერდზე: https://www.politiadefrontiera.ro/ro/traficonline/?vt=2

პასპორტის არქონის შემთხვევაში, საკონსულო სამსახური გასცემს "დასაბრუნებელ მოწმობას", რითაც მოქალაქე შეძლებს სამშობლოში თვითმფრინავით გამგზავრებას.

არსებული ვითარების გათვალისწინებით, უკრაინიდან რუმინეთში შემსვლელთათვის შექმნილია რუმინული პლატფორმა:

https://dopomoha.ro/en