პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

უკრაინიდან სლოვაკეთში შემომსვლელ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!


02.03.2022

მნიშვნელოვანი ინფორმაცია უკრაინიდან სლოვაკეთში შემომსვლელ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

საქართველოს საელჩო სლოვაკეთის რესპუბლიკაში, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების პირველივე დღიდან, საგანგებო რეჟიმში მუშაობს და მაქსიმალურ დახმარებას უწევს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე უკრაინიდან სლოვაკეთში ცდილობენ გადასვლას.

🇸🇮 სლოვაკეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში:

+421 918663008

სლოვაკეთში უკრაინიდან საზღვრის კვეთა შესაძლებელია ყველასთვის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის. სასურველია მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი, თუმცა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, სლოვაკეთმა გაამარტივა უკრაინიდან საზღვრის კვეთის პროცედურები და დაზიანებული ან ვადაგასული პასპორტითაც უშვებს მოქალაქეებს. მეტიც, გამონაკლისის სახით საქართველოს მოქალაქეებს უკრაინიდან უშვებს სლოვაკეთში საქართველოს მოქალაქის ელექტრონული პირადობის მოწმობით.

უკრაინიდან მომავალ, სლოვაკეთის ტერიტორიაზე შემსვლელ მოქალაქეებს არ ეხებათ არც კოვიდ ვაქცინის და არც PCR ტესტის წარდგენის ვალდებულება.

სლოვაკეთის სასაზღვრო პოლიციის განმარტებით, გაზრდილი ნაკადის გამო, მოქალაქეებს საკმაოდ დიდი ხანი უწევთ საზღვრის უკრაინის მხარეს ლოდინი დაახლოებით 10-12 საათი. სლოვაკეთი მაქსიმალურად ცდილობს შეძლებისდაგვარად სწრაფად გამოატაროს მოქალაქეები სლოვაკეთის საზღვარზე.

სლოვაკეთმა აამუშავა სპეციალური ვებგვერდი, უკრაინულ, სლოვაკურ და ინგლისურ ენებზე, სადაც მოცემულის ყველა საჭირო ინფორმაცია, რეგულაცია და უწყებების საკონტაქტო მონაცემები: www.ua.gov.sk