პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

უკრაინიდან უნგრეთში შემსვლელ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!


02.03.2022

მნიშვნელოვანი ინფორმაცია უკრაინიდან უნგრეთში შემსვლელ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

საქართველოს საელჩო უნგრეთში, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების პირველივე დღიდან, საგანგებო რეჟიმში მუშაობს და მაქსიმალურ დახმარებას უწევს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე უკრაინიდან უნგრეთში ცდილობენ გადასვლას.

🇭🇺 უნგრეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომია:

 +36 30 858 66 22

უკრაინიდან მიმავალ, უნგრეთის ტერიტორიაზე შემსვლელ მოქალაქეებს ვაცნობებთ, რომ არ ეხებათ არც კოვიდ ვაქცინის და არც PCR ტესტის წარდგენის ვალდებულება.

არ არის სავალდებულო საზღვრის კვეთისთვის დაწესებული აპლიკაციის შევსება.

სასაზღვრო პუნქტებზე არსებული დატვირთულობის შემოწმება შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში, უნგრეთის პოლიციის ვებგვერდზე: https://www.police.hu/hirek-es-informaciok/hatarinfo

უნგრეთ-უკრაინის სასაზღვრო გამშვები ხუთივე პუნქტი მუშაობს 24 საათიან რეჟიმში.

პასპორტის არქონის შემთხვევაში, საკონსულო სამსახური გასცემს "დასაბრუნებელ მოწმობას", რითაც მოქალაქე შეძლებს სამშობლოში თვითმფრინავით გამგზავრებას.