პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნებული თანამემამულეები - საქართველოს წარმატებული გამოცდილება COVID-19 პანდემიის დროს


28.10.2020

 

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეხვედრა COVID-19 პანდემიის პერიოდში სახელმწიფოს ორგანიზებით საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეებთან (ა/წ. 12 ივნისი):

 

 

 

 

 

 

 

ლაშა ბაბუნაშვილი - გერმანია

26 მარტს დანიშნული იყო ვენის ჩარტერული რეისი. გერმანიიდან ვენის რეისით გასაფრენად შეირჩა 6 პრიორიტეტული მგზავრი - მძიმე ავადმყოფები და სტუდენტები. გერმანიასა და ავსტრიას შორის დაკეტილი იყო საზღვარი, გაუქმებული იყო ტრანსპორტის მიმოსვლა, განსაკუთრებული საჭიროების მგზავრები გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში იყვნენ მიმოფანტული. გენერალურმა საკონსულომ მოახდინა ყველა მოქალაქის ტრანსპორტირება ავსტრიაში - 1,100 კმ. ვენამდე.

                                                                                                            

 

 

გივი დოლიძე - იტალია

COVID-19-ის პანდემიის აფეთქების დროს მივიღეთ ინფორმაცია, რომ ერასმუსის პროგრამით ქართველი სტუდენტები იმყოფებოდნენ იტალიაში სასწავლებლად. დიდი ძალისხმევა დასჭირდა მათი ჩამოსვლის ორგანიზებას. იტალიიდან სახელმწიფოს მხარდაჭერით დაბრუნდა 73 სტუდენტი, მათ შორის, 6 ტრანზიტული მგზავრი.

                                                                                                             

 

 

ლევან დოგრაშვილი - ნიგერია 

სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საელჩოს ევაკუაციის თხოვნით დაუკავშირდნენ საქართველოს მოქალაქეები ნიგერიიდან. შეზღუდვების გამო დაკეტილი იყო საერთაშორისო აეროპორტები. მრავალმხრივი მოლაპარაკებების შედეგად, წარმატებით მოხდა საქართველოს მოქალაქეების სარეპატრიაციო ავიარეისებით დაბრუნება სამშობლოში ნიგერიიდან ევროკავშირის გავლით. 

                                                                                                            

 

 

ალექსანდრე წერეთელი - დომინიკის რესპუბლიკა

COVID-19-ის პანდემიის გავრცელების დროს დაწესებული უპრეცედენტო შეზღუდვების ფონზე, განსაკუთრებულ ძალისხმევას საჭიროებდა მოქალაქეების დაბრუნება შორეული ქვეყნებიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხდებოდა საქართველოს მოქალაქეების მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან ე.წ. „გამგზავრების ჰაბებში“ ჩაყვანა და მათი ტრანზიტული გზებით სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა.