პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

უზბეკეთში საქართველოს საელჩომ ქართულ დიასპორას უმასპინძლა


09.02.2020

მიმდინარე წლის 7 თებერვალს, უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში გაიმართა შეხვედრა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან. შეხვედრის ძირითად მიზანს თანამემამულეებისთვის დიასპორული ვებ-პორტალის - www.gda.ge - გაცნობა წარმოადგენდა.

შეხვედრაზე უბეკეთში საქართველოს ელჩმა, ზურაბ აბდუშელიშვილმა ხაზი გაუსვა ერთიანი, ძლიერი და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორის მნიშვნელობას. ელჩმა უზბეკეთის ქართულ დიასპორასთან აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა.

საქართველოს დესპანმა ალექსანდრე ყიფიანმა კი დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია დიასპორული ვებ-პორტალის (www.gda.ge) შექმნის მიზნებსა და შესაძლებლობებზე.

დიასპორული ვებ-პორტალი, ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლობით შეიქმნა.