პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში
დიმი - სოფელი საქართველოში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი. ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლებია: დიმი, საიმედო.
დიმი მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ხანისწყლის მარჯვენა მხარეს, ბაღდათი-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 200 მეტრზე, ბაღდათიდან - 3 კმ. ცენტრალური საავტომობილო გზა გადის უშუალოდ სოფელში, უახლოესი რკინიგზის სადგურიდან სოფელი დაშორებულია 11 კმ-ით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 45 კმ-ით.
კლიმატი: ზომიერი ცივი ზამთარი და შედარებით ცხელი ზაფხული. ჰაერის საშუალო წლიური ტემერატურაა 14–42 °C.
ლეონტი მროველის მიერ (XI ს.) დამოწმებული ისტორიული წყაროების მიხედვით, სოფლის სახელი უნდა მომდინარეობდეს ციხე „დიმნიდან“, რომელიც მეფე ფარნავაზს აუგია.
დიმი ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება 1583 წელს. სოფელში შემორჩენილია დიმნას ციხის ნანგრევები და XVII-XVIII საუკუნეების კოშკი.
1820-იან წლებში სოფელში იყო 200 მოსახლე. სოფელი ეკუთვნოდათ თავად ჩხეიძეებს.
2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობდა 4475 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
2002 | 4268 | 1988 | 2280 |
2014 | 4475 | 2047 | 2428 |
2019 წლის მდგომარეობით,სოფელში ცხოვრობს 3251 ადამიანი.
სოფელში ეკონომიკური საქმიანობის ძირითადი სფერობია სოფლის მეურნეობა, კერძოდ, მესაქონლეობა, მემინდვრეობა, მევენახეობა. სოფელში არის სარწყავი სისტემა, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სოფლის მეურნეობის განვითარებას.
სოფელ დიმში არის საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი, ბიბლიოთეკა, სამედიცინო ამბულატორია, სპორტული მოედანი. სოფელში მიმავალი გზა ასფალტირებულია. სოფლის ცენტრალური გზა - მობეტონებული, შიდა გზები - მოხრეშილი ან მოასფალტებულია.
სოფელი ელექტროფიცირებული და გაზიფიცირებულია, წყალმომარაგება ხდება ჭების და მთის წყაროების საშუალებით. სოფლის დიდ ნაწილში არის ინტერნეტის ქსელი (უკაბელო ან საკაბელო), მიმდინარეობს დარჩენილი ნაწილის ინტერნეტიზაცია.
შენობის აღწერა: შენობის ფართობი: 555.41 მ2; სართულების რაოდენობა - 2; ოთახების რაოდენობა - 20; ჭერის სიმაღლე - 3 მ. ტექნიკური მდგომარეობა: სარემონტო.