პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ტყიბულის მუნიციპალიტეტი / სოფელი გურნა

მიმოხილვა

გურნა - სოფელი დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარის ტყიბულის მუნიციპალიტეტში, გურნის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი. ადმინისტრაციული ერთეულის შემადგენლობაში შედიან სოფლები: გურნა, ანტორია, ბობოთი, კითხიჯი, კისორეთი, კორეეთი, ნაძვა, ციხია.

გურნა მდებარეობს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ჭალის (წყალწითელას მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 610 მეტრზე, ტყიბულიდან 17 კმ-ში. სოფელში გადის ტყიბული-ქუთაისის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა. სოფლიდან 12 კმ-ში გადის რკინიგზა, უახლოესი სადგურია „ორპირი“. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაშორებულია 45 კმ-ით.

გურნა ისტორიულ წყაროებში პირველად 1660 წელს იხსენიება. 1926 წლისთვის გურნას თემი შედგებოდა შვიდი სოფლისგან და მისი მოსახლეობა 4717 ადამიანს შეადგენდა.

სოფელში არის ორი ეკლესია, ორივე წმ. გიორგის სახელობის, რომელებიც თარიღდება მე-12 და მე-19 საუკუნეებით. ორივე ეკლესია მოქმედია.

2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 419 ადამიანი.

აღწერის წელი

მოსახლეობა

კაცი

ქალი

2002

750

380

370

2014

 419

202

217

სოფელ გურნაში ეკონომიკური საქმიანობის ძირითადი სფეროებია: მესაქონლეობა, მევენახეობა-მეღვინეობა, მესიმინდეობა და მეჩაიეობა. ზოგადად, ტყიბულის ჩაი გამორჩეულია მაღალი ხარისხითა და განსაკუთრებული არომატით.

გურნაში არის საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი, სამედიცინო ამბულატორია, ბიბლიოთეკა, კულტურის სახლი, ორი სპორტული მოედანი - მინი და სტანდარტული.

ქსოფელი გურნა ელექტროფიცირებულია. წყალმომარაგება ხდება ჭებიდან და წყაროებიდან. არის უკაბელო ინტერნეტის ქსელი. გზები ძირითადად მობეტონებულია, ნაწილი მოხრეშილი.

საინვესტიციო რესურსები

1. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი (ყოფილი ჩაის პლანტაცია)

  • რესურსის ტიპი: მიწა
  • რესურსის ქვეტიპი: სასოფლო-სამეურნეო
  • საკადასტრო კოდი: 39.09.25.159
  • ადგილმდებარეობა: სოფელი გურნა, ტყიბულის მუნიციპალიტეტი. ზღვის დონიდან 610 მეტრი. ნაკვეთის მიმდებარედ გადის ტყიბული-ქუთაისის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა, 11 კმ-ში გადის რკინიგზა (უახლოესი სადგურია „ორპირი“), ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაშორებულია 45 კმ-ით. ნაკვეთიდან 30 კმ-ში მდებარეობს საწირის ჩაის გადამამუშავებელი საწარმო და 31 კმ-ში სოფელ სამტრედიის ჩაის გადამამუშვებელი საწარმო. ნაკვეთის მიმდებარედ არის სოფლის ადმინისტრაციის შენობა და სკოლა.
  • მიწის ფართობი: 51 668.00 მ2.
  • რელიეფი: ოდნავ დახრილი.
  • ინფრასტრუქტურა:
    • გზა: ნაკვეთის მიმდებარედ გადის ასფალტირებული საავტომობილო გზა
    • ელექტრო სისტემა: 200 მეტრში არის ელექტრო სისტემა
    • წყალმომარაგება: 200 მეტრში არის წყლის სისტემა
  • გამოყენების მიზნობრიობა: შეიძლება გამოყენებული იქნეს სასოფლო-სამეურნეო მიზნით, მეჩაიეობის მიმართულებით.
  • საკუთრების ფორმა: სახელმწიფო
  • სავარაუდო საბაზრო ღირებულება: საწყისი ღირებულება განისაზღვრება სახემწიფოს მიერ, მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასების საფუძველზე.
  • საკუთრებაში გადაცემის პროცედურები: მიწის ნაკვეთის შესაძენად საჭიროა ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა.
  • დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები: სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტო; ტელ:(+995 32) 2 98 11 11; ელ. ფოსტა: [email protected]

  

2. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი (ყოფილი ჩაის პლანტაცია)

  • რესურსის ტიპი: მიწა
  • რესურსის ქვეტიპი: სასოფლო-სამეურნეო
  • საკადასტრო კოდი: 39.09.25.172
  • ადგილმდებარეობა: სოფელი გურნა, ტყიბულის მუნიციპალიტეტი. ზღვის დონიდან 610 მეტრი. ნაკვეთის მიმდებარედ გადის ტყიბული-ქუთაისის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა, 10 კმ-ში გადის რკინიგზა (უახლოესი სადგურია „ორპირი“), ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაშორებულია 45 კმ-ით. ნაკვეთიდან 30 კმ-ში მდებარეობს საწირის ჩაის გადამამუშავებელი საწარმო.
  • მიწის ფართობი: 41 158.00 მ2.
  • რელიეფი: დახრილი.
  • ინფრასტრუქტურა:
    • გზა: ნაკვეთის მიმდებარედ გადის ასფალტირებული საავტომობილო გზა
    • ელექტრო სისტემა: 500 მეტრში არის ელექტრო სისტემა
    • წყალმომარაგება: 600 მეტრში არის წყლის სისტემა
  • გამოყენების მიზნობრიობა: ნაკვეთზე არსებული ჩაის ნარგავები ამოსაძირკვია, თუმცა შესაძლებელია მისი ნაწილის აღდგენა. ნაკვეთის გამოყენება მიზანშეწონილია როგორც მეჩაიეობის, ისე სხვა სასოფლო-სამეურნეო მიზნით.
  • საკუთრების ფორმა: სახელმწიფო
  • სავარაუდო საბაზრო ღირებულება: საწყისი ღირებულება განისაზღვრება სახემწიფოს მიერ, მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასების საფუძველზე.
  • საკუთრებაში გადაცემის პროცედურები: მიწის ნაკვეთის შესაძენად საჭიროა ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა.
  • დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები: სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტო; ტელ:(+995 32) 2 98 11 11; ელ. ფოსტა: [email protected]

  

სასარგებლო ბმულები