პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ტყიბულის მუნიციპალიტეტი / სოფელი ჯვარისა

მიმოხილვა

ჯვარისა - სოფელი დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარის ტყიბულის მუნიციპალიტეტში. არის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი. ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლებია: ჯვარისა, ლეყერეთი, ოჯოლა, ხორჩანა.

სოფელი მდებარეობს ზღვის დონიდან 480 მეტრზე, იმერეთის ჩრდილოეთ მთისწინეთში, მდინარე ღვაღვანის ხეობაში, ტყიბულიდან 33 კმ-ში.რკინიგზის უახლოესი სადგური „ორპირი“ მდებარეობს სოფლიდან 8 კმ-ში. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე მანძილი შეადგენს 30 კმ-ს.

სოფელი დასახალებული იყო ანტიკურ ხანაში. ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება XI საუკუნეში. შემორჩენილია ჯვარის ციხის ნანგრევები. ციხე მოხსენიებული აქვს ვახუშტი ბატონიშვილს, 1723 წელს დასავლეთ საქართველოში ოსმალთა შემოსევასთან დაკავშირებით.

2014 წლის აღწერის მონაცემების მიხედვით, სოფელში ცხოვრობს 249 ადამიანი.

აღწერის წელი

მოსახლეობა

კაცი

ქალი

2002

418

213

205

2014

 249

121

127

ეკონომიკის ძირითადი სფეროებია: მესაქონლეობა და მესიმინდეობა.

სოფელში არის სამედიცინო ამბულატორია, საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი და ბიბლიოთეკა.

სოფელი ჯვარისა ელექტროფიცირებულია. ჯვარისას ადმინისტრაციულ ცენტრამდე მისასვლელი გზა ასფალტირებულია, შიდა გზები - მოხრეშილი, მიმდინარეობს შიდა გზების ბეტონის საფარით დაფარვის სამუშაოები. სოფელში არ არის წყალგაყვანილობის სისტემა, სასმელი წყლით მომარაგება ხდება ჭებიდან.

საინვესტიციო რესურსები

1. სასარგებლო წიაღისეული - კაოლინის საბადო

  • რესურსის ტიპი: სასარგებლო წიაღისეული
  • რესურსის ქვეტიპი: კაოლინის საბადო
  • ადგილმდებარეობა: სოფელი ორპირი, ტყიბულის მუნიციპალიტეტი. საბადო მდებარეობს „ორპირის“ რკინიგზის სადგურიდან 10 კმ-ში. ქ. ტყიბულამდე მანძილი შეადგენს 35 კმ-ს.
  • მარაგი: დაუდგენელია.
  • შემადგენლობა/თვისებები: თეთრი, ცეცხლგამძლე თიხა.
  • ინფრასტრუქტურა:
    • გზა: საბადომდე 2 კმ-ში არის ბეტონის გზა. უშუალოდ საბადომდე მიდის მოხრეშილი და ნაწილობრივ გრუნტის გზა
    • ელექტრო სისტემა: საბადოდან 2 კმ-ში არის ელექტრო გაყვანილობის სისტემა
  • გამოყენების მიზნობრიობა: კაოლინი გამოიყენება ფაიფურის, ქაშანურის, ქაღალდის წარმოებაში, ასევე კოსმეტიკაში.
  • სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის სავარაუდო ღირებულება: სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მოსაკრებელი - 200 ლარი. კაოლინით სარგებლობის მოსაკრებლის განაკვეთი: 1 ტონა - 4 ლარი. (იხ. საქართველოს კანონი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“: https://matsne.gov.ge/ka/document/view/12880?publication=69).
  • სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის პირობები: რესურსით სარგებლობისათვის საჭიროა სარგებლობის ლიცენზიის აღება (პროცედურების შესახებ იხ. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის IV თავი: https://matsne.gov.ge/ka/document/view/26824?publication=83).
  • დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები: მერის წარმომადგენელი ჯვარისას ადმინისტრაციულ ერთეულში, გაგა ჩუბინიძე, ტელ: (+995) 595 90 24 73. ან წიაღის ეროვნული სააგენტო. ტელ:(+995 32) 2 43 95 57; ელ. ფოსტა: [email protected]

2. წყლის რესურსი - გოგირდოვანი სამკურნალო წყლები

  • რესურსის ტიპი: წყლის რესურსი
  • რესურსის ქვეტიპი: სამკურნალო დანიშნულების წყალი
  • ადგილმდებარეობა: სოფელი ლეყერეთი, ჯვარისას ადმინისტრაციული ერთეული, ტყიბულის მუნიციპალიტეტი. სოფელ ლეყურეთიდან წყლის საბადომდე მანძილი შეადგენს 2 კმ-ს, უახლოესი რკინიგზის სადგურ „ორპირამდე“ – 12 კმ-ს. ქ. ტყიბულამდე მანძილია 37 კმ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე - 34 კმ.
  • მარაგი: დაუდგენელია.
  • შემადგენლობა/თვისებები: გოგირდოვანი წყალი.
  • ინფრასტრუქტურა:
    • გზა: წყლის საბადომდე 8 კმ-ში გადის ბეტონის გზა, 4 კმ - მოხრეშილია და 2 კმ გრუნტის გზაა, რომელიც მოსაწესრიგებელია
    • ელექტრო სისტემა: 4 კმ-ში არის ელექტრო გაყვანილობის სისტემა
  • გამოყენების მიზნობრიობა: შესაძლებელია წყლის გამოყენება ძვალსახსროვანი დაავადებების სამკურნალოდ.
  • წყლის რესურსით სარგებლობის სავარაუდო ღირებულება: სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია - 200 ლარი. გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიწისქვეშა მინერალური წყლებით სარგებლობის მოსაკრებელის განაკვეთი: 1 მ3 - 0.04 ლარი. მიწისქვეშა თერმული (თბოენერგეტიკული დანიშნულების) წყლების გამოყენება, 1 მ3 ტემპერატურით: 40◦C−60◦C - 0.03 ლარი, 60◦C−80◦C- 0.05 ლარი, 80◦C−100◦C - 0.06 ლარი, 100◦C-ზე მეტი -0.08 მეტი. (იხ. საქართველოს კანონი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“: https://matsne.gov.ge/ka/document/view/12880?publication=69).
  • წყლის რესურსით სარგებლობის პირობები: ვინაიდან რესურსი შეუსწავლელია, ჯერ საჭიროა შესწავლის ლიცენზიის მოპოვება, რომლის შემდეგ ხდება სარგებლობის ლიცენზიის მოპოვება (პროცედურების შესახებ იხ. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის IV თავი: https://matsne.gov.ge/ka/document/view/26824?publication=83).
  • დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები: მერის წარმომადგენელი ჯვარისას ადმინისტრაციულ ერთეულში, გაგა ჩუბინიძე, ტელ: (+995) 595 90 24 73. ან წიაღის ეროვნული სააგენტო. ტელ:(+995 32) 2 43 95 57; ელ. ფოსტა: [email protected]

3. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი

  • რესურსის ტიპი: მიწა
  • რესურსის ქვეტიპი: სასოფლო-სამეურნეო
  • საკადასტრო კოდი: 39.08.25.164.
  • ადგილმდებარეობა: სოფელი ოჯოლა, ჯვარისას ტერიტორიული ერთეული, ტყიბულის მუნიციპალიტეტი. ნაკვეთი მდებარეობს სოფელ ოჯოლადან 1 კმ-ში. რკინიგზის უახლოეს სადგურ „ორპირამდე“ მანძილი შეადგენს 8 კმ-ს.
  • ფართობი: 55 396.00 მ2.
  • რელიეფი: დახრილი.
  • ინფრასტრუქტურა:
    • გზა: ნაკვეთამდე 1 კმ-ში მიდის ბეტონის საფარიანი და 1 კმ მოხრეშილი გზა
    • ელექტრო სისტემა: 100 მეტრში არის ელექტრო სისტემა
    • წყალმომარაგება: ნაკვეთს ორივე მხარეს ჩამოუდის პატარა მდინარეები
  • გამოყენების მიზნობრიობა: შეიძლება სასოფლო-სამეურნეო მიზნით, კერძოდ, მეჩაიეობის მიმართულებით გამოყენება
  • საკუთრების ფორმა: სახელმწიფო
  • სავარაუდო საბაზრო ღირებულება: საწყისი ღირებულება განისაზღვრება სახელმწიფოს მიერ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასების საფუძველზე.
  • საკუთრებაში გადაცემის პროცედურები: მიწის ნაკვეთის შესაძენად საჭიროა ელქტრონულ აუქციონში მონაწილეობა.
  • დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები: სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტო; ტელ:(+995 32) 2 98 11 11; ელ. ფოსტა: [email protected]

სასარგებლო ბმულები