პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ტყიბულის მუნიციპალიტეტი / სოფელი სოჩხეთი

მიმოხილვა

სოჩხეთი - სოფელი დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარის ტყიბულის მუნიციპალიტეტში. არის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი, რომლის შემადგენლობაში შედიან სოფლები: სოჩხეთი, ძმუისი, წყნორი.

სოფელი მდებარეობს ზღვის დონიდან 560 მეტრზე, ნაქერალის ქედის სამხრეთ–დასავლეთ კალთაზე, ტყიბულიდან 12 კმ-ში. სოჩხეთში გადის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა - ტყიბული-ქუთაისი. რკინიგზის უახლოესი სადგური „ორპირი“ მდებარეობს სოფლიდან 14 კმ-ში. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე მანძილი შეადგენს 30 კმ-ს.

სოფელში დგას 1500 წლოვანი ხე და მოედინება მინერალური წყალი. სოჩხეთში გადის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა ტყიბული-ქუთაისი.

სოფელი დასახლებული იყო ანტიკურ ხანაში. ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება XVIII საუკუნიდან. სოფელში არის XVIII საუკუნის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი.

2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 346 ადამიანი.

აღწერის წელი

მოსახლეობა

კაცი

ქალი

2002

689

327

362

2014

 346

171

175

ეკონომიკის ძირითადი სფეროებია: მესაქონლეობა და მესიმინდეობა.

სოფელში არის სამედიცინო ამბულატორია, საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი, ბიბლიოთეკა, სპორტული მოედანი, მაღაზია.

სოჩხეთი მთლიანად ელექტროფიცირებულია. სოფელში არის წყალმომარაგების სისტემა. დაწყებულია გაზიფიცირების სამუშაოები, რომელიც 2021 წელს დასრულდება. სოფლამდე მისასვლელი გზა ასფალტირებულია. სოფელში არის უსადენო ინტერნეტის ქსელი.

საინვესტიციო რესურსები

1. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი (ყოფილი ჩაის პლანტაცია)

  • რესურსის ტიპი: მიწა
  • რესურსის ქვეტიპი: სასოფლო-სამეურნეო
  • საკადასტრო კოდი: 39.10.25.205
  • ადგილმდებარეობა: სოფელი სოჩხეთი, ტყიბულის მუნიციპალიტეტი. ზღვის დონიდან 560 მეტრი. ნაკვეთი ტყიბული-ქუთაისის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზიდან დაშორებულია 2 კმ–ით, რკინიგზის უახლოესი სადგურიდან („ორპირი“) - 10 კმ-ით, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან - 45 კმ-ით. ნაკვეთიდან 30 კმ-ში მდებარეობს საწირის ჩაის გადამამუშავებელი საწარმო, ხოლო 31 კმ-ში - სოფელ სამტრედიის ჩაის გადამამუშვებელი საწარმო.
  • მიწის ფართობი: 55 396.00 მ2.
  • რელიეფი: დახრილი.
  • ინფრასტრუქტურა:
    • გზა: ნაკვეთის მიმდებარედ გადის ასფალტირებული საავტომობილო გზა
    • ელექტრო სისტემა: 1500 მეტრში არის ელექტრო სისტემა
    • წყალმომარაგება: 600 მეტრში არის წყლის სისტემა
  • გამოყენების მიზნობრიობა: შეიძლება სასოფლო-სამეურნეო მიზნით, კერძოდ, მეჩაიეობის მიმართულებით გამოყენება.
  • საკუთრების ფორმა: სახელმწიფო
  • სავარაუდო საბაზრო ღირებულება: საწყისი ღირებულება განისაზღვრება სახემწიფოს მიერ, მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასების საფუძველზე.
  • საკუთრებაში გადაცემის პროცედურები: მიწის ნაკვეთის შესაძენად საჭიროა ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა.
  • დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები: სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტო; ტელ:(+995 32) 2 98 11 11; ელ. ფოსტა: [email protected]

  

2. წყლის რესურსი - სამკურნალო დანიშნულების წყალი "აბანოს წყალი"

  • რესურსის ტიპი: წყლის რესურსი
  • რესურსის ქვეტიპი: თერმული წყალი
  • ადგილმდებარეობა: სოფელი სოჩხეთი, ე.წ. „ქერქაულის“ ტერიტორია. სოფლის ცენტრიდან „აბანოს წყლამდე“ მანძილი 1,5 კმ-ია, ქ. ქუთაისიდან სოჩხეთის ცენტრამდე კი 27 კმ.
  • მარაგი: დღე-ღამის დებეტი – 10 000 ლიტრი.
  • შემადგენლობა/თვისებები: გოგირდოვანი წყალი.
  • ინფრასტრუქტურა:
    • გზა: „აბანოს წყლამდე“ მისვლა ამჟამად შესაძლებელია საფეხმავლო ბილიკით, თუმცა შესაძლებელია საავტომობილო გზის გაყვანა
    • ელექტრო სისტემა: წყაროდან რამდენიმე მეტრში გადის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი, საიდანაც შესაძლებელია ელექტრომომარაგების სისტემის გაყვანა
  • გამოყენების მიზნობრიობა: აბანოს წყალი გამოიყენება ძვალ-სახსართა და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებების (ნევრალგიეები, ნევრიტები, რადიკულიტები) სამკურნალოდ. მკურნალობის ძირითადი მეთოდი მინერალური წყლის აბაზანებია. წყლის ბუნებრივი ტემპერატურა 10 გრადუსია, აბაზანისთვის მას 36 გრადუსამდე ათბობენ.
  • წყლის რესურსით სარგებლობის სავარაუდო ღირებულება: სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მოსაკრებელი შეადგენს 200 ლარს. გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიწისქვეშა მინერალური წყლებით სარგებლობის მოსაკრებელის განაკვეთი: 1 მ3 - 0.04 ლარი. რესურსის გამოყენების საბოლოო ღირებულება განისაზღვრება ელექტრონული აუქციონის პირობებით (იხ. საქართველოს კანონი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“: https://matsne.gov.ge/ka/document/view/12880?publication=69).
  • წყლის რესურსით სარგებლობის პირობები: თერმული წყლით სარგებლობისათვის საჭიროა სარგებლობის ლიცენზიის აღება (პროცედურების შესახებ იხ. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის IV თავი: https://matsne.gov.ge/ka/document/view/26824?publication=83).
  • დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები: წიაღის ეროვნული სააგენტო. ტელ: (+995 32) 2 43 95 57; ელ. ფოსტა: [email protected]

  

სასარგებლო ბმულები